„აზიის განვითარების ბანკის“ 59-ე  შეხვედრას წელს სამარყანდი მასპინძლობს

"აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) რიგით 59-ე ყოველწლიურ შეხვედრას წელს უზბეკეთი, სამარყანდი მასპინძლობს. შეხვედრები 3-6 მაისის პერიოდშია დაგეგმილი.

4 მაისს მმართველთა საბჭოს გახსნითი სესია გაიმართება, სადაც ADB-ის წევრი ქვეყნების ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები სიტყვით გამოვლენ.

მიმდინარე შეხვედრებზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი და მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე იმყოფებიან.

წლევანდელ შეხვედრაზე პოლიტიკური ლიდერები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, ADB-ის პარტნიორები და დაინტერესებული მხარეები განიხილავენ, როგორ არის შესაძლებელი თანამშრომლობით, ინოვაციებითა და ახალი ფინანსური მიდგომებით აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში გეოპოლიტიკური შოკების მიმართ გამძლეობისა და გრძელვადიანი, მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევა.

რიგით 59-ე ყოველწლიური შეხვედრა სამ მიმართულებას მოიცავს: თანამშრომლობა კლიმატური, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური შოკების მიმართ მდგრადობის უზრუნველსაყოფად; ციფრული ტექნოლოგიების განვითარება მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის; კერძო სექტორში ინვესტიციების წახალისებაში და რესურსების გაძლიერებისა და ფინანსური შესაძლებლობების განვითარებისთვის.

3 მაისს, თბილისის დროით, 14:30 საათზე „აზიის განვითარების ბანკის” პრეზიდენტი, მასატო კანდა პრესკონფერენციას გამართავს და მედიის კითხვებს უპასუხებს.

სამარყანდში იმყოფება „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი და სამიტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს შემოგთავაზებთ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში