დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გერმანიიდან  5 000-ზე "გაცილებით მეტი" ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ გერმანიიდან, მომდევნო წლის განმავლობაში, პენტაგონის მიერ გამოცხადებულ 5 000 ჯარისკაცზე გაცილებით მეტი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს.

„ვაპირებთ, მნიშვნელოვნად შევამციროთ ჯარისკაცების რაოდენობა და 5 000-ზე გაცილებით მეტით შევამცირებთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ტრამპის მიერ აღნიშნული კომენტარის გაკეთებამდე ერთი დღით ადრე პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან, მომდევნო ექვსიდან თორმეტ თვემდე პერიოდში დაახლოებით 5000 ჯარისკაცს გაიყვანს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა მოსალოდნელი იყო და ეს აჩვენებს, რომ ევროპამ საკუთარი უსაფრთხოებისთვის მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა