დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ახალ გეგმას მალე განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ახალ გეგმას მალე განიხილავს, თუმცა ვერ წარმოიდგენს, რომ ის მისაღები იქნება.

„მათ მითხრეს შეთანხმების კონცეფციის შესახებ. ახლა მომცემენ ზუსტ ფორმულირებას“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

ტრამპმა ასევე უარყო პარასკევს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ იქნებ სჯობს, ირანთან შეთანხმება საერთოდ არ გააფორმონ.

„მე ეს არ მითქვამს. მე ვთქვი, რომ თუ ახლავე წავალთ, მათ 20 წელი დასჭირდებათ აღსადგენად. მაგრამ, ჩვენ ახლა არ მივდივართ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ირანული მედიის ცნობით, ირანმა აშშ-ის წინადადებაზე 14-პუნქტიანი პასუხი წარადგინა. Tasnim-ის ცნობით, აშშ-მა თეირანს ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, მაგრამ ირანი თვლის, რომ საკითხები 30 დღეში უნდა მოგვარდეს და რომ მოლაპარაკებები ფოკუსირებული უნდა იყოს ომის შეწყვეტაზე და არა ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!