ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვოროსიისკში ორ რუსულ ტანკერს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, სადაც შესაბამისი ოპერაციის ვიდეო კადრებსაც ავრცელებს.

„ჩვენი ჯარები აგრძელებენ სანქციების აღსრულებას რუსეთის ჩრდილოვანი ნავთობფლოტის წინააღმდეგ - ორ ასეთ გემს ნოვოროსიისკის პორტის შესასვლელთან დავარტყით. ეს ტანკერები აქტიურად გამოიყენებოდა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. უკვე ასე აღარაა“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკი მადლობას უხდის გენერალური შტაბის უფროსს ანდრეი გნატოვს ოპერაციის ხელმძღვანელობისთვის, ხოლო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის საზღვაო ძალების კონტრდაზვერვის ოფიცრებს წარმატებული შედეგისთვის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!