ADB-მა კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების გასაძლიერებლად დაფინანსების ახალი მექანიზმი წარადგინა

„აზიის განვითარების ბანკმა“ (ADB) წარადგინა დაფინანსების ახალი მექანიზმი, რომელიც აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებს კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების განვითარებაში დაეხმარება.

ახალი ფინანსური მექანიზმის მიზანია, სუფთა ენერგიისა და ტექნოლოგიების ზრდის მხარდაჭერა, სამუშაო ადგილების შექმნა და რეგიონში ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. ინიციატივა მიზნად ისახავს არა მხოლოდ მინერალების მოპოვებას, არამედ მათი გადამუშავებისა და წარმოების განვითარებას, რათა რეგიონმა მეტი სარგებლის მიღება შეძლოს.

„კრიტიკული მინერალები განსაზღვრავს მომავალ ინდუსტრიულ ეპოქას. აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი არ უნდა იყოს მხოლოდ ნედლეულის წყარო, რეგიონმა კრიტიკული მინერალების საშუალებით უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, ტექნოლოგიები და დამატებითი ღირებულება“, - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ.

აღსანიშნავია, რომ დაფინანსების ახალი მექანიზმი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: საგრანტო და კატალიზური დაფინანსების კომპონენტები.

საგრანტო ნაწილი მიმართული იქნება პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი შეფასებისთვის. ეს კომპონენტი ასევე მოიცავს ტექნიკური დახმარების ნაწილსაც. ADB-ის 59-ე შეხვედრაზე ხელი მოეწერა მხარეებს შორის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, იაპონიის მთავრობამ საგრანტო ნაწილისთვის 20 მლნ დოლარი, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 1.6 მლნ დოლარი გამოყო.

რაც შეეხება კატალიზური დაფინანსების კომპონენტს, ის მოიცავს ფინანსური პარტნიორების თანადაფინანსების მოზიდვასა და რისკების გაზიარებას. ამ მიზნისთვის ყოველწლიურ შეხვედრაზე კორეის ექსპორტ-იმპორტის ბანკმა და კორეის სავაჭრო დაზღვევის კორპორაციამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს და ახალი დაფინანსების მექანიზმის პირველი პარტნიორები გახდნენ. შეთანხმების ფარგლებში თითოეული მათგანი 500 მლნ დოლარის გამოყოფას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, სამარყანდი 3-6 მაისს „აზიის განვითარების ბანკის“ 59-ე შეხვედრას მასპინძლობს.

ადგილზე იმყოფება „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი და სამიტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს შემოგთავაზებთ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!