საფრანგეთის საელჩო - საჯარო ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ყველგან, შექმნას ისეთი პოლიტიკური და პრაქტიკული სამართლებრივი პირობები, რომელშიც შესაძლებელი იქნება ჟურნალისტების გამოხატვის აუცილებელი თავისუფლების განხორციელება

საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს სურს, მხარდაჭერა დაუდასტუროს ყველა ქართველ ჟურნალისტს, რომლებიც, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, თავიანთ საქმიანობას ასრულებენ გულმოდგინედ და გაბედულად, საზოგადოებრივი განხილვის გაშუქების მიზნით , - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, საჯარო ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ყველგან, შექმნას ისეთი პოლიტიკური და პრაქტიკული სამართლებრივი პირობები, რომელშიც შესაძლებელი იქნება ჟურნალისტების გამოხატვის აუცილებელი თავისუფლების განხორციელება.

„ვინაიდან მოქალაქეებისთვის სანდო ინფორმაციის გარეშე დემოკრატია შეუძლებელია, ვინაიდან ხარისხიანი ინფორმაცია მწირი და მყიფე გახდა იმ დროს, როდესაც პროპაგანდა და პოლიტიკური მარკეტინგი ზოგჯერ მარტივი ჭეშმარიტების ძიებას ახშობს, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 3 მაისს, სურს, მხარდაჭერა დაუდასტუროს ყველა ქართველ ჟურნალისტს, რომლებიც, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, თავიანთ საქმიანობას ასრულებენ გულმოდგინედ და გაბედულად, საზოგადოებრივი განხილვის გაშუქების მიზნით.

საჯარო ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ყველგან, შექმნას ისეთი პოლიტიკური და პრაქტიკული სამართლებრივი პირობები, რომელშიც შესაძლებელი იქნება ჟურნალისტების გამოხატვის აუცილებელი თავისუფლების განხორციელება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!