გერმანიის საელჩო - მამაცი ხმების გარეშე სიმართლე სინათლეს ვერ ხედავს - პრესის თავისუფლება არა პრივილეგია, არამედ ყველა დემოკრატიის ფუნდამენტია

გერმანია მტკიცედ დგას იმ ჟურნალისტების გვერდით, რომლებიც ფაქტების გულისთვის საკუთარ უსაფრთხოებას რისკავენ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ვრცელდება.

საელჩო აღნიშნავს, რომ რთულ პერიოდებში დამოუკიდებელი მედიის არსებობა განსაკუთრებით აუცილებელია.

„მამაცი ხმების გარეშე სიმართლე სინათლეს ვერ ხედავს. დღეს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება. დღე, რომელიც გვახსენებს, რომ პრესის თავისუფლება არა პრივილეგია, არამედ ყველა დემოკრატიის ფუნდამენტია. განსაკუთრებით, რთულ პერიოდებშია დამოუკიდებელი მედიის არსებობა აუცილებელი. იგი ხედავს, იმას რასაც სხვები არ ამჩნევენ, ამხელს კორუფციას და ხალხს გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს. გერმანია მტკიცედ დგას იმ ჟურნალისტების გვერდით, რომლებიც ფაქტების გულისთვის საკუთარ უსაფრთხოებას რისკავენ. აქ შეგიძლიათ მეტი გაიგოთ დამოუკიდებელი ქართული ონლაინ მედიის ქსელის „სინათლის“ მუშაობის შესახებ და/ან თვალი ადევნოთ სხვა დამოუკიდებელ ქართულ ონლაინ მედიებს: Sinatle Media • სინათლე მედია . ყოველი გამოხმაურება და გაზიარება მნიშვნელოვანია!“,-აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად