ლატვიასა და ესტონეთში დრონებთან დაკავშირებული საფრთხე გამოცხადდა

ლატვიისა და ესტონეთის რამდენიმე რეგიონის მცხოვრებლები დღეს დილით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, დრონებთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ გააფრთხილეს.

მედიის ინფორმაციით, ესტონეთის ვირუმაასა და იდა-ვირუმააას მაზრების მცხოვრებლებმა სამხედროებისგან გაფრთხილება დღეს დილით მიიღეს. მოგვიანებით კი, გაფრთხილება გაუქმდა და გამოცხადდა, რომ ესტონეთის საჰაერო სივრცეში საფრთხე აღარ არსებობდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით განმარტა, რომ გაფრთხილება გაიცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით, კერძოდ, დრონების ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეღწევის შესაძლებლობის გამო.

ამასთან, დღეს დილით მსგავსი გაფრთხილება მიიღეს ლატვიის ქალაქების - ალუკსნეს, ბალვის, ლუძას, რეზეკნესა და კრასლავას მცხოვრებლებმა. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ, ლატვიის ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ პოტენციური საფრთხე აღარ არსებობდა.

„ეროვნული შეიარაღებული ძალები, ნატოელ მოკავშირეებთან ერთად, მუდმივად აკონტროლებს საჰაერო სივრცეს, რათა უზრუნველყოს პოტენციურ საფრთხეზე დაუყოვნებლივი რეაგირების შესაძლებლობა. სანამ უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება, შესაძლებელია გამეორდეს შემთხვევები, როდესაც უცხოური უპილოტო საფრენი აპარატი შედის ან უახლოვდება ლატვიის საჰაერო სივრცეს“, - აცხადებენ ლატვიის ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!