როჯერ უიკერი და მაიკ როჯერსი - გერმანიაში აშშ-ის ჯარების შემცირება რუსეთს არასწორ სიგნალს უგზავნის

ამერიკელი კონგრესმენები „რესპუბლიკური პარტიიდან“, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტების თავმჯდომარე როჯერ უიკერი და

წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ როჯერსი, გერმანიიდან ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების ნაწილის გაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასწორ სიგნალს უგზავნის.

როჯერი და უიკერი ერთობლივ განცხადებაში აცხადებენ, რომ ისინი „ძალიან შეშფოთებულები არიან გერმანიიდან ამერიკული ბრიგადის გაყვანის შესახებ გადაწყვეტილებით“.

„ევროპაში ამერიკის ყოფნის ნაადრევი შემცირება შეკავების ძალისთვის ძირის გამოთხრისა და ვლადიმერ პუტინისთვის არასწორი სიგნალი გაგზავნის რისკს ქმნის. კონტინენტიდან ძალების სრულად გაყვანის ნაცვლად, ამერიკის ინტერესებშია ევროპაში ძლიერი შეკავების ძალის შენარჩუნება ამ 5 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის აღმოსავლეთით გადაადგილებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან, მომდევნო ექვსიდან თორმეტ თვემდე პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით 5000 ჯარისკაცს გაიყვანს. ამ განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ გერმანიიდან, მომდევნო წლის განმავლობაში, პენტაგონის მიერ გამოცხადებულ 5 000 ჯარისკაცზე გაცილებით მეტი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!