მეუფე გრიგოლი - ძალიან მინდა, არჩევნები არ ჰგავდეს იმ ტიპის ჩვეულებრივ არჩევნებს, რაც ერში ტარდება - სამი საპატრიარქო კანდიდატია, ყველა ეკლესიის შვილია, როგორც არ უნდა დასრულდეს პროცესი, ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება

საარჩევნო პერიოდია და ძალიან მინდა, ეს არჩევნები არ ჰგავდეს იმ ტიპის ჩვეულებრივ არჩევნებს, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, როგორც არ უნდა დასრულდეს პატრიარქის არჩევის პროცესი, ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და არსებობა.

„ვწყრებით ადამიანებზე, როცა უსამართლოდ გვექცევიან, ცილს გვწამებენ, დღესაც მსგავს რაღაცებს ვხედავთ ჩვენ უწმინდესი კამპანიის დროს, როცა უწმინდესი და უნეტარესი უნდა იქნას არჩეული, საქართველოს ეკლესიის მეთაური. მსგავსი რამ აქაც გვხვდება. რაშია საქმე? ვინ ვართ ჩვენ? საარჩევნო პერიოდია და ძალიან მინდა, ეს არჩევნები არ ჰგავდეს იმ ტიპის ჩვეულებრივ არჩევნებს, რაც ერში ტარდება ხოლმე. განსხვავებით ყოველივე ამისგან, დღეს 3 საპატრიარქო კანდიდატია, ისინი არ არიან სხვადასხვა პარტიების, სხვადასხვა რელიგიების, სხვადასხვა ინტერესის სფეროს წარმომადგენლები, ყველა ეკლესიის შვილია, ჩვენი მღვდელმთავრები და ჩვენი ერთობის განუყოფელი ნაწილი არიან. მოვისმინოთ, დავამკვიდრეთ და საბოლოოდ, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, გეტყვით, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და არსებობა“,-აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

ცნობისთვის, წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან:საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განაცხადა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი მიიღო 7-7 ხმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ