მეუფე გრიგოლი - ჩვენ ყველა მღვდელმთავრები ვართ, დიპლომიანიც და უდიპლომოც - მეუფე ისაია არის კერძო შემთხვევა და ამას განხილვა სჭირდებოდა, როგორც კერძო შემთხვევას

ჩვენ ყველა მღვდელმთავრები ვართ, დიპლომიანიც და უდიპლომოც - ადამიანები თავისუფალი არიან თავის არჩევანში, მაგრამ არჩევანს მღვდელმთავრები აკეთებენ და ბუნებრივია, როგორც ისინი გადაწყვეტენ, ისე იქნება, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, პატრიარქობის კანდიდატმა, მეუფე გრიგოლმა „ტვ პირველთან“ განაცხადა.

მისი თქმით, საპატრიარქო არჩევნები საქართველოსთვის არის ზოგადეროვნული მნიშვნელობის მოვლენა გამომდინარე იქიდან თუ რა როლი აქვს ჩვენი ერის ისტორიაში.

რაც შეეხება მიტროპოლიტ ისაიას წერილს მართვა-გამგეობის დებულებაში საპატრიარქო კანდიდატისთვის განათლების კრიტერიუმის შესახებ, მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ მეუფე ისაიას შემთხვევას განხილვა სჭირდებოდა, როგორც კერძო შემთხვევას.

„ამ საკითხის მხოლოდ დიპლომზე დაყვანა წარმოუდგენელია. თუ მშრალად გავყვებოდით, ცოტა უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, რადგან შეიძლება მხოლოდ მეუფე ისაია არა, აღმოჩნდნენ არა ერთი და ორი. ჩვენ ყველა მღვდელმთავრები ვართ - დიპლომიანიც და უდიპლომოც. რას ნიშნავს ეს? თუ მაინც ამ ფორმალობასაც მივაქცევდით ყურადღებას, მეუფე ისაია არის კერძო შემთხვევა და ამას განხილვა სჭირდებოდა როგორც კერძო შემთხვევას.

ადამიანები თავისუფალი არიან თავის არჩევანში. თავის გულში, ვის რა უნდა ერთია, მაგრამ არჩევანს მღვდელმთავრები აკეთებენ და ბუნებრივია, როგორც ისინი გადაწყვეტენ, ისე იქნება. შემდეგ ეს უნდა დაამტკიცოს სულიწმიდამ კურთხევის ჟამს. ეს იქნება ამ ისტორიული მოვლენის კულმინაციური მომენტი. საპატრიარქო არჩევნები განსაკუთრებით საქართველოსთვის არის ზოგადეროვნული მნიშვნელობის მოვლენა გამომდინარე იქიდან თუ რა როლი აქვს ჩვენი ერის ისტორიაში. „მამული, ენა, სარწმუნოება“ - მისმა უწმინდესობამ ეს თავისებურად გამოთქვა: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს