ისრაელმა აშშ-სგან F-35I და F-15IA საბრძოლო თვითმფრინავების კიდევ ორი ესკადრილიის შეძენა დაამტკიცა

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანთან ბოლოდროინდელი ომის შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე, შეერთებული შტატებისგან F-35I და F-15IA ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების კიდევ ორ ესკადრილიას შეისყიდის, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მაღალი რანგის მინისტრებისგან შემდგარმა თავდაცვის შესყიდვების კომიტეტმა დაამტკიცა თავდაცვის სამინისტროს გეგმა Lockheed Martin-ისგან მეოთხე F-35I ესკადრილიის და Boeing-ისგან მეორე F-15IA ესკადრილიის შესაძენად, ათობით მილიარდი შეკელის ღირებულების გარიგებებით.

თვითმფრინავები, საბოლოოდ, მომდევნო წლებში ისრაელის საჰაერო ძალების F-35I ფლოტს 100-მდე, ხოლო F-15IA-ს 50-მდე გაზრდის.

თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ბოლო ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა ისრაელის საჰაერო ძალების ძალა და მათი გადამწყვეტი როლი ისრაელის დაცვაში.

„ამ კამპანიის გაკვეთილები მოითხოვს, რომ გავაგრძელოთ ძალების გაძლიერება, რათა უზრუნველვყოთ საჰაერო უპირატესობა მომავალი ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!