ADB-ის პრეზიდენტი - საქართველო კვლავ ცენტრალურ როლს ასრულებს შუა დერეფანში - ძირითადი სატრანსპორტო დერეფნების განახლებისთვის მომავალშიც გავაძლიერებთ მხარდაჭერას

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისი კიდევ უფრო ზრდის შუა დერეფნის მნიშვნელობას - საქართველო კვლავ ცენტრალურ როლს ასრულებს შუა დერეფნის განვითარებაში, - ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) პრეზიდენტმა მასატო კანდამ „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო შეცვლილი სატრანზიტო მარშრუტები და გეოპოლიტიკური რისკები შუა დერეფნის განვითარებას დამატებით სტიმულს აძლევს.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში, რომელიც აზიისა და ევროპის მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია, ძირითადი სატრანსპორტო დერეფნების განახლების მიმართულებით ADB სამომავლოდ მხარდაჭერას გააძლიერებს.

„რამდენიმე თვის წინ ვესტუმრე თქვენს ქვეყანას და ვფიქრობ, საქართველო კვლავ ცენტრალურ როლს ასრულებს შუა დერეფანში. გლობალური სავაჭრო მარშრუტების ცვლილებისა და გეოპოლიტიკური რისკების მატების ფონზე, იზრდება შუა დერეფნის მნიშვნელობაც. შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისი კიდევ უფრო ზრდის შუა დერეფნის მნიშვნელობას.

საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს აზიასა და ევროპას შორის. აქედან გამომდინარე, „აზიის განვითარების ბანკი“ მხარს უჭერს საქართველოზე გამავალი დერეფნის განვითარებას ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებითა და რეფორმების საშუალებით. ეს ხელს უწყობს საქართველოს დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და ტურიზმის განვითარებას.

ADB-მ ახლახან დაასრულა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი. დაგეგმილი საგზაო და სარკინიგზო პროექტების ფარგლებში ADB-ი ძირითადი სატრანსპორტო დერეფნების განახლებისთვის მომავალშიც გააძლიერებს მხარდაჭერას“, - განაცხადა მასატო კანდამ.

შეგახსენებთ, სამარყანდი 3-6 მაისს „აზიის განვითარების ბანკის“ 59-ე შეხვედრას მასპინძლობს. ადგილზე იმყოფება „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი და სამიტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს შემოგთავაზებთ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება