იოჰან ვადეფული - ირანმა სრულად და დადასტურებულად უნდა თქვას უარი ბირთვულ იარაღზე და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჰორმუზის სრუტე

როგორც აშშ-ის ახლო მოკავშირე, ჩვენ ერთსა და იმავე მიზანს ვიზიარებთ: ირანმა სრულად და დადასტურებულად უნდა თქვას უარი ბირთვულ იარაღზე, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

ვადეფული ხაზს უსვამს, რომ გერმანია მხარს უჭერს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას.

„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე: გერმანია მხარს უჭერს მოლაპარაკებების გზით მიღწეულ გადაწყვეტას. როგორც აშშ-ის ახლო მოკავშირე, ჩვენ ერთსა და იმავე მიზანს ვიზიარებთ: ირანმა სრულად და დადასტურებულად უნდა თქვას უარი ბირთვულ იარაღზე და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჰორმუზის სრუტე, როგორც ამას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მოითხოვს“, - წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა