ანონსი 4 მაისი

4 მაისს, 10:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ვასო ურუშაძე და ლაშა ფარულავა ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „ქართული ოცნების მიერ გაზრდილი ჯარიმები, დედაქალაქში არსებული პარკირების პრობლემები და კახა კალაძის გუნდის სავარაუდო კორუფცია".

მის: ვაჟა-ფშაველას 45 (მეტრო „დელისის“ მიმდებარედ)

საკონტაქტო: 599 024 021

4 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

4 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართება.

4 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N532

(C კორპუსი, V სართული)

4 მაისს, 14:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

(C კორპუსი, III სართული)

4 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!