„მიეცით ბავშვებს წამალი“ - ამ მოწოდებით საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გრძელდება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა და მხარდამჭერებმა მეტრო “რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო მარშით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ბავშვებს შესაბამისი მედიკამენტები დაუფინანსონ.

მშობლების განცხადებით, მედიკამენტების დროულად მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი შვილების სიცოცხლის გადარჩენისთვის.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარებამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს თან აქვთ სიმბოლურად წითელი ბუშტები და ბანერები წარწერით: "წამალი ბავშვებს", "ნუ დუმხარ, გადაარჩინე სიცოცხლე", ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს, ნუ აყოვნებთ, მიეცით წამალი ბავშვებს". მსვლელობის გამო, თავისუფლების მოედანზე მოძრაობა დროებით ცალმხრივად გადაკეტილი იყო.

"ჩვენ ვითხოვთ შვილების გადარჩენას. ხელისუფლება ამ ბავშვებს დღეებს აცლის. შეიძლება ამ დაავადების გადავადება და ამაზე სახელმწიფო დუმს. ორწლიანი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ ჩვენ ქუჩაში გამოვედით, არავის უხარია აქ ყოფნა",-განაცხადა ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ გამგეობის თავმჯდომარემ, ზაქრო გვიშიანმა.

საპროტესტო მარშს მიჰყვებოდა პოლიციის ეკიპაჟები. მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლები შვილებისთვის საჭირო მედიკამენტების მოთხოვნით საპროტესტო აქციას 20 აპრილიდან მართავენ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში