ირანელი მაღალჩინოსანი - ჰორმუზის სრუტისა და სპარსეთის ყურის მართვა ტრამპის ბოდვითი პოსტებით არ მოხდება

ირანელი მაღალჩინოსანი - ჰორმუზის სრუტისა და სპარსეთის ყურის მართვა ტრამპის ბოდვითი პოსტებით არ მოხდება

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელის ებრაჰიმ აზიზის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის ნებისმიერი ჩარევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება.

„ჰორმუზის სრუტის ახალ საზღვაო რეჟიმში ნებისმიერი ამერიკული ჩარევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება“, - დაწერა აზიზიმ X-ზე.

მისი თქმით, „ჰორმუზის სრუტისა და სპარსეთის ყურის მართვა ტრამპის ბოდვითი პოსტებით არ მოხდება!“

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელმა ეს კომენტარი მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ორშაბათიდან ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გაყვანას დაიწყებს.