ვოლოდიმირ ზელენსკი - პარტნიორებს ვაცნობე დიპლომატიის მდგომარეობის, შესაძლო პერსპექტივებისა და დაგეგმილი კონტაქტების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის წინა დღეს ერევანში ევროპელ პარტნიორებთან მის შეხვედრებს სამი ძირითადი მიზანი ჰქონდა.

„პირველი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ომის ღირსეული დასრულებისთვის. პარტნიორებს ვაცნობე დიპლომატიის მდგომარეობის, შესაძლო პერსპექტივებისა და დაგეგმილი კონტაქტების შესახებ. საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა დიპლომატიის გასაძლიერებლად და აგრესორზე ზეწოლის ნებისმიერი შემცირების თავიდან ასაცილებლად. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავად დაიწყო. მეორე: უკრაინისთვის ევროპული დახმარების პაკეტის განხორციელება, რომლის ჯამური ღირებულება 90 მილიარდ ევროს შეადგენს - ჩვენ ვაჩქარებთ ამ დაფინანსებას. მესამე: უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული მხარდაჭერის გაძლიერება, ასევე ენერგეტიკის სექტორში პარტნიორებთან თანამშრომლობა“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი განმარტებით, უკრაინა უკვე ემზადება გათბობის ახალი სეზონისთვის და შესაბამისი მხარდაჭერის დივერსიფიკაციას ახდენს.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა. ერევანში ზელენსკი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს, ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს შეხვდა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ