ურსულა ფონ დერ ლაიენი - ყოველთვის დამოკიდებული ვართ არასტაბილურ გლობალურ ბაზრებზე - უნდა გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში

ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ, სომხეთში ვარ. ეს არის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი. ჩვენ ძირითადად განვიხილავთ დამოუკიდებელი ევროპის თემას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის დაწყებამდე ერევანში ჟურნალისტებს განუცხადა.

„უნდა შევამციროთ ჩვენი ზედმეტი დამოკიდებულება კონკრეტულად სამ სფეროში. პირველი არის ენერგეტიკა. ჩვენ ძალიან ზედმეტად ვართ დამოკიდებული იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე და, შესაბამისად, ყოველთვის ვართ დამოკიდებული არასტაბილურ გლობალურ ბაზრებზე. უნდა გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში. ეს არის განახლებადი ენერგია და ბირთვული ენერგია, რადგან ისინი ადგილობრივი წარმოებისაა, უფრო იაფი და საიმედოა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მეორე საკითხი, სადაც ევროპას დამოუკიდებლობა სჭირდება, არის თავდაცვა და უსაფრთხოება.

„მეორე თემა, სადაც მეტი დამოუკიდებლობა გვჭირდება, არის თავდაცვა და უსაფრთხოება. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები, რათა შევძლოთ საკუთარი თავის დაცვა. არსებობს უზარმაზარი თანხა, რომელიც ხელმისაწვდომია ინვესტიციებისთვის. ახლა ჩვენ ნამდვილად უნდა გავააქტიუროთ და დავაჩქაროთ წარმოების პროცესი სამხედრო შესაძლებლობებისთვის. მესამე ელემენტი არის საიმედო მიწოდების ჯაჭვები. ამისათვის ჩვენ ვუკავშირდებით მსგავსი აზროვნების მქონე ქვეყნებს. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. ახლახან გავაფორმეთ ლათინურ ამერიკასთან, ასევე ინდოეთთან, ავსტრალიასთან და მე წავალ მექსიკაშიც“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები