რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?

ტურიზმი თანამედროვე სამყაროში

თანამედროვე სამყაროში ტურიზმი ერთ - ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და დინამიკური ინდუსტრიაა. გლობალიზაციის, მოგზაურობის ხელმისაწვდომობის ზრდისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის გაღრმავების ფონზე, ტურიზმი უკვე არა მხოლოდ ეკონომიკური სექტორია, არამედ პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ადამიანებს, ქვეყნებსა და შესაძლებლობებს.

ტურიზმის როლი გლობალურ ინდუსტრიაში

ტურიზმი უკვე გასცდა მხოლოდ მოგზაურობის მნიშვნელობას და იქცა ერთ - ერთ ყველაზე გავლენიან გლობალურ ინდუსტრიად, რომელიც ქმნის ეკონომიკურ, კულტურულ და პროფესიულ ახალ სივრცეებს. სწორედ ამ გარდაქმნილი რეალობის საპასუხოდ, ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თეორიულ განათლებას, პრაქტიკას და საერთაშორისო ხედვას.

განათლების შესაძლებლობები SEU-ში

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, ახალგაზრდებს სთავაზობს განათლებას, რომელიც მათ აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ ამ საერთაშორისო პროცესების ნაწილი და წარმატებით დაიმკვიდრონ თავი გლობალური ტურიზმის სფეროში.

ტურიზმის 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, SEU - ს სტუდენტები სწავლობენ ტურიზმის მართვას, მარკეტინგს, სასტუმროსა და რესტორნის ოპერირებას, საერთაშორისო ტურიზმსა და ტურისტული პროდუქტის შექმნას - ანუ ყველაფერს, რაც თანამედროვე ტურიზმის პროფესიონალს სჭირდება. ამგვარად, სტუდენტი სწავლობს არა მხოლოდ ტურიზმს, არამედ რეალურად ემზადება გლობალურ ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად.

ტურიზმის განვითარება საქართველოში

საქართველოში ტურიზმის სექტორი ბოლო წლებში განსაკუთრებით დიდ აქტუალობას იძენს. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, კულტურული მრავალფეროვნება, უნიკალური ბუნებრივი რესურსები და მზარდი საერთაშორისო ინტერესები, საქართველოს ეტაპობრივად აქცევს რეგიონულ ტურისტულ ჰაბად. ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად ზრდის როგორც საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობას, ასევე ინვესტიციებს ტურიზმის სფეროში, რაც თავის მხრივ ქმნის ახალ შესაძლებლობებს დასაქმებისა და კარიერული განვითარებისათვის.

მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე

ამ ფონზე, მოთხოვნა კვალიფიციურ და თანამედროვე უნარებით აღჭურვილ კადრებზე მუდმივად იზრდება. სწორედ ამიტომ, SEU - ს ტურიზმის 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე, არამედ პრაქტიკულ უნარებზე და უშუალოდ ბაზრის რეალურ მოთხოვნებზე. შედეგად, ეს მიმართულება უზრუნველყოფს დასაქმების რეალურ პერსპექტივას.

თეორიისა და პრაქტიკის კომბინაცია

SEU - ს ტურიზმის 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა, აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. პროგრამა გათვლილია, რომ სტუდენტმა არა მხოლოდ გაიგოს ტურიზმის ინდუსტრია, არამედ თავად შექმნას ტურისტული პროდუქტი, დაგეგმოს ტურები, იმუშაოს საერთაშორისო სისტემებთან და მართოს სერვისები.

დეტალურად პროგრამის შესახებ - https://seu.edu.ge/ka/biznesisa-da-teknologiebis-fakultetis-programebi/turizmi

საერთაშორისო თანამშრომლობა

SEU აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, რაც სტუდენტს აძლევს რეალურ საერთაშორისო გამოცდილებას, როგორიცაა - გაცვლითი პროგრამები, დაფინანსებული საერთაშორისო მობილობა, სწავლა და პრაქტიკა უცხოეთში.

პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ხედვის განვითარებას, სტუდენტები სწავლობენ უცხო ენებს, ეცნობიან გლობალურ ტენდენციებს და იღებენ უნარებს, რომლებიც მათ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანს ხდის.

პარტნიორობა EHL-თან

მსოფლიოს ნომერ პირველი უნივერსიტეტი მასპინძლობის მენეჯმენტის მიმართულებით - EHL Hospitality Business School, არის SEU - ს ექსკლუზიური პარტნიორი. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საწყის ეტაპზე განხორციელდება სამი წამყვანი პროფესიული კურსი, რომელიც შემუშავებულია EHL-ის მოწინავე მოდულების საფუძველზე: F&B Service Professional, Hotel Professional, Culinary Professional.

ახალი შესაძლებლობები სტუდენტებისთვის

SEU - სა და EHL - ის პარტნიორობა, ხელს შეუწყობს სტუდენტების გლობალურ ასპარეზზე გასვლას და რეგიონის სტუმარ - მასპინძლობის სექტორის განვითარებას. ასევე, შეიქმნება სრულიად ახალი მასპინძლობის, ასევე ტურიზმის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები.

პროგრამის უპირატესობები

SEU - ს ტურიზმის 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა გამოირჩევა იმით, რომ ის მორგებულია თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებზე და მოიცავს:

  • მრავალფეროვან და პრაქტიკულ სასწავლო კურსებს;
  • ტურისტული ინდუსტრიის წამყვან კომპანიებთან, რეალურ სამუშაო გარემოში პრაქტიკის შესაძლებლობას;
  • საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს ევროპულ უნივერსიტეტებში; უცხო ენების გაძლიერებულ კომპონენტს.

პრაქტიკული გამოცდილება

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ტურისტული ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით და უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტისთვის სავალდებულოა პრაქტიკული კომპონენტის ათვისება: ტურისტულ კომპანიაში, სასტუმროში და საველე პირობებში, რომელსაც ის თავად ირჩევს საკუთარი ინტერესების შესაბამისად.

კარიერული პერსპექტივები

SEU - ს ტურიზმის 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა ნიშნავს, რომ სტუდენტები მზად არიან დასაქმდნენ ჯერ კიდევ სწავლის პარალელურად, ხოლო კურსდამთავრებულები, წარმატებით აგრძელებენ კარიერას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ:

  • ტურისტულ კომპანიებსა და სააგენტოებში;
  • სასტუმროებსა და საერთაშორისო ჰოსპიტალიტის ქსელებში;
  • ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და სახელმწიფო სტრუქტურებში;
  • კულტურულ და რეკრეაციულ ობიექტებზე.

რატომ ტურიზმი?

ტურიზმი არის სფერო, სადაც შესაძლებლობები მუდმივად იზრდება. თუ გინდა პროფესია, რომელიც გაძლევს განვითარების, მოგზაურობისა და საერთაშორისო კარიერის შესაძლებლობას, ტურიზმი ერთ - ერთი ყველაზე სწორი არჩევანია. SEU - ს ტურიზმის 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა კი, არის ის სივრცე, სადაც ეს არჩევანი რეალურ წარმატებად გარდაიქმნება.

აირჩიე განათლება, რომელიც შეგიქმნის პერსპექტიულ მომავალს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე