კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო რეგიონულ საგანმანათლებლო ტურნეს განაგრძობს - GCCA-ის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ და მათთან ერთად მომხმარებლის უფლებების დაცვისა და კონკურენციის მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, საინფორმაციო შეხვედრები ქალაქ ბაღდათის N 1-ელ, სოფელ დიმის N 1-ელ, სოფელი ამაღლებისა და სოფელ შუაგორას საჯარო სკოლებში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მიიღეს.

„სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან ერთად განიხილეს კონკურენციის პოლიტიკის პრინციპები და რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რომლებსაც მომხმარებელი ყოველდღიურობაში აწყდება. GCCA-ის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს, თუ რომელ უწყებებს და რა ფორმით უნდა მიმართონ მსგავს შემთხვევებში.

საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები საჯარო სკოლებში GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!