„საქსტატი“ - 2026 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2%-ით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.57 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (6.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.1 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგიაა და აირის ჯგუფში ფასები მომატებულია 5.8 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (9.9 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (1.9 პროცენტი) და ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (1.4 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები გაზრდილია 5.3 პროცენტით, რაც 0.23 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (5.3 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (5.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.1 პროცენტი), თევზეული (1.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0.1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-2.5 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (-1.5 პროცენტი)

რაც შეეხება წლიური ინფლაციის ფორმირებას, მასზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.58 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (21.3 პროცენტი), ხილი და ყურძენი (11.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (9.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.8 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (15.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (9.2 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასები მომატებულია 6.5 პროცენტით, რაც 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (4.3 პროცენტი) და ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (3.5 პროცენტი); სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.0 პროცენტით, რაც 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (49.6 პროცენტი), დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.6 პროცენტი)”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“