განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებში“ სასკოლო ფორმების რეალიზაციასთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავენ

განათლების სამინისტროს შპს “საგანმანათლებლო რესურსებში” სასკოლო ფორმების რეალიზაციასთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავენ.

როგორც ისინი აღნიშნავენ, გამარჯვებულ კომპანიასა და შპს “საგანმანათლებლო რესურსებს" შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რის საფუძველზეც “საგანმანათლებლო რესურსები“ შეისყიდის ფორმებს და შემდეგ მოახდენს მის რეალიზაციას.

მათივე ინფორმაციით, ფორმის დაზიანების შემთხვევაში მშობელს სწორედ “საგანმანათლებლო რესურსებიდან“ ექნება ახლის შეძენის შესაძლებლობა.

„დეტალები გამარტივებული შესყიდვის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ეს დადგენილი პროცედურების გავლით გამოცხადებიდან 3 კვირამდე ვადაში მოხდება. გამარჯვებულ კომპანიასა და შპს “საგანმანათლებლო რესურსებს” შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მათგან შევისყიდით ფორმებს და შემდეგ მოვახდენთ მის რეალიზაციას. სოციალურად დაუცველებისთვის, ვისაც 60 000-ზე ქვემოთ აქვს ქულა, სასკოლო ფორმას სახელმწიფო დააფინანსებს. რაც შეეხება დედმამიშვილებს, ყველაფერზე მუშაობს სამინისტრო და დეტალები პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ფორმის დაზიანების შემთხვევაში მშობელს ექნება შესაძლებლობა შეიძინოს ახალი ფორმა ჩვენთან“, - განმარტეს „საგანმანათლებლო რესურსებში“.

ცნობისთვის, განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ სასკოლო ფორმებზე 44 900 000 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა 29 აპრილს გამოაცხადა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შესაკერი ერთეულების რაოდენობა ჯამში შეადგენს 1 801 000 ცალს.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ