ადვოკატთა ასოციაციამ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ცნობით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა.

„მემორანდუმს ხელი მოეწერა დაზღვევის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე რომელიც საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით დაზღვევის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს ადვოკატთა პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებას დაზღვევის სამართლის მიმართულებით. ერთობლივი საგანმანათლებლო და პროფესიული აქტივობების დაგეგმვას, დაზღვევის სფეროში მიმდინარე რეფორმებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის სისტემურ მიწოდებას, პროფესიულ წრეებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაზღვევო სექტორისა და მარეგულირებელი უწყების წარმომადგენლები და ექსპერტები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!