ივანე ჩხაიძე - გრიპის სეზონი დასრულებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსები გაქრება - ახლა გაზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი ვირუსები ცირკულირებს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, გაზაფხულის სეზონზე გაციების გამომწვევი ვირუსები ცირკულირებს, მათ შორის კი რინოვირუსს განსაკუთრებული გავრცელება ახასიათებს.

როგორც პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გრიპის ვირუსის სეზონი უკვე დასრულებულია და ახლა ქვეყანაში შემდეგი ვირუსები ცირკულირებენ: რინოვირუსი, ადამიანის მეტაპნევმოვირუსი და რესპირატორულ- სინციტიური ვირუსი.

„2025-2026 წლის სეზონზე, საქართველოში გრიპის შემთხვევების მატების მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდა დეკემბრის ბოლო ორი კვირას. შემდეგ თანდათან შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა. ახლა გრიპი სრულად ჩაანაცვლა სხვა ტიპის ვირუსმა, რომელიც არ ხასიათდება ისეთი აგრესიული მიმდინარეობით, როგორიც გრიპი იყო. საავადმყოფოში მოთავსების საჭიროება ახლა ნაკლებად არის. ძირითადი დატვირთვა ჯანდაცვის პირველ რგოლზეა, სტაციონარებში მიმართვიანობა შემცირდა. რაც შეეხება ამბულატორიულ რგოლს, აქაც მიმართვიანობა 3-ჯერ არის შემცირებული.

გრიპის ვირუსი სრულად ჩაანაცვლა რესპირატორულ-სინციტიურმა ვირუსმა, რომელიც დომინანტური გახდა. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი 43%-ში განაპირობებს მწვავე რესპირაციულ ავადობას. აღნიშნული ვირუსი 3 წლამდე ბავშვებში ბრონქიოლიტის განვითარებას განაპირობებს და 60 წელს გადაცილებულ პირებში ფილტვების ანთებას.

ქვეყანაში მოცირკულირე ვირუსებისთვის ძირითადად დამახასიათებელია: დაბალი ტემპერატურა, მსუბუქი ყელის ტკივილი, ცხვირ-ცემინება. ახლა კი ქვეყანაში შემდეგი ვირუსები ცირკულირებენ: რინოვირუსი, ადამიანის მეტაპნევმოვირუსი და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. ამათ უკავიათ ყველაზე მეტი წილი ავადობის სტატისტიკის გათვალისწინებით.

სტატისტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი დასრულებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ვირუსები სრულად გაქრება. გაზაფხულის სეზონზე გაციების გამომწვევი ვირუსები ცირკულირებს, მათ შორის კი განსაკუთრებით რინოვირუსი იქნება უფრო მეტად იდენტიფიცირებული.

ისინი არ განაპირობებს მძიმე ავადობას. მათთვის დამახასიათებელია: ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, ყელის ტკივილი და გაღიზიანება, ხველა, ცხელება, საერთო სისუსტე და დაღლილობა, თავის ტკივილი, მადის დაკარგვაც. რაც შეეხება უშუალოდ რინოვირუსს, რინოვირუსული ინფექციები იწვევს, გაციებას, ყელის ტკივილს, პნევმონიას, ასევე ბრონქიოლიტს “, - აღნიშნავს ჩხაიძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა