კაია კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს - ეს გვზღუდავს, მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით

გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს რეალურ ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება უშუალოდ სამიტს, მისი თქმით, „ერევნის სამიტი აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავკასია“.

„განსაკუთრებით ახლა, როდესაც ირანში ომია. ჩვენ ვსაუბრობთ კავშირზე, მაგრამ ასევე იმ საფრთხეებისადმი მდგრადობაზე, რომელთა წინაშეც ვდგავართ“, – განაცხადა კაია კალასმა.

კითხვაზე, ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში რამდენად მნიშვნელოვანია შუა დერეფანი, კალასმა უპასუხა:

„შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. ვგულისხმობ იმას, რასაც ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში. ასევე, ყველა განიხილავს, როგორ უნდა მოხდეს სავაჭრო გზების დივერსიფიკაცია, შემცირდეს ერთი სავაჭრო გზის დახურვის რისკები. სწორედ ამიტომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი დაკავშირებადობა და ეს მარშრუტები. რა თქმა უნდა, უნდა ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მხრივ და ვინ არიან ჩვენი პარტნიორები“, - აღნიშნა მან.

კალასმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ნაბიჯებს არასწორი მიმართულებით დგამს.

„რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. ვხედავთ, რომ ისინი არასწორი მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს. ასევე ეს გვაძლევს შეზღუდვებს, მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კაია კალასმა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება