ნიკოლ ფაშინიანი - იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვეწვევი

იმედი მაქვს, რომ 2028 წელს მექნება შესაძლებლობა აზერბაიჯანს ვეწვიო, როდესაც იქ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველი შემთხვევაა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობს, თუმცა დისტანციურად.

ფაშინიანმა დასძინა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტების მასპინძლობაზე ერთმანეთის კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს.

ამასთან, სომხეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ერევანში მიმდინარე სამიტში მონაწილეობს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი და რომ ეს პირველი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც სომხეთს ეწვია.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!