ვოლოდიმირ ზელენსკი ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე - შევთანხმდით, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ევროკავშირთან დრონების შესახებ შეთანხმებაზე

მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან. განვიხილეთ ევროპული დახმარების სესხი, მათ შორის პირველი ტრანშის ვადები, რომელიც დრონების თანაწარმოებისთვის იქნება გამოყოფილი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უკრაინა აქტიურად იმუშავებს ევროკავშირთან დრონების შესახებ შეთანხმებაზე.

„ასევე შევთანხმდით, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ევროკავშირთან დრონების შესახებ შეთანხმებაზე და განვიხილეთ ამ პერსპექტიული უსაფრთხოების თანამშრომლობის დეტალები. ვამზადებთ ნაბიჯების გეგმას, რომელიც საჭირო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის შექმნის შესაძლებლობას იძლევა“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, შესაბამისი დავალებები მისცა გენერალური შტაბის უფროსს ანდრეი გნატოვს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს რუსტემ უმეროვს და პრეზიდენტის ოფისის დიპლომატიურ გუნდს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად