ემანუელ მაკრონი - 8 წლის წინ სომხეთში არავინ ჩამოვიდოდა, თუმცა ნიკოლმა „ხავერდოვანი რევოლუცია“ მოაწყო და ქვეყანა რუსეთისგან მომავალი რისკებისგან გაათავისუფლა - მან გადაწყვიტა, როგორც მშვიდობა, ასევე ევროპა, რაც ძლიერი სიგნალია

ვფიქრობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის მიერ სომხეთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაო ძალიან შთამბეჭდავია. მოდით, ვიყოთ გულახდილები: რვა წლის წინ აქ არავინ მოვიდოდა. რვა წლის წინ ეს ქვეყანა რუსეთის ფაქტობრივ სატელიტად განიხილებოდა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.

მისი თქმით, ნოკოლ ფაშინიანმა „ხავერდოვანი რევოლუცია“ მოაწყო და გადაწყვიტა, თავისი ქვეყანა რუსეთის საფრთხისგან გაეთავისუფლებინა.

„ნიკოლმა „ხავერდოვანი რევოლუცია“ მოაწყო და გადაწყვიტა, თავისი ქვეყანა რუსეთისგან მომავალი რისკისგან გაეთავისუფლებინა. ამის გამო მას ყოველდღიურად ესხმიან თავს. ის ფაქტი, რომ მან გადაწყვიტა, როგორც მშვიდობა, ასევე ევროპა, ძალიან ძლიერი სიგნალია“, - აღნიშნა მაკრონმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!