რუსული მედია - მოსკოვში 5-9 მაისს, შესაძლოა, მობილური ინტერნეტი და სმს სერვისები შეიზღუდოს

სატელეკომუნიკაციო კომპანიები რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის მაცხოვრებლებს აფრთხილებენ, რომ 5-9 მაისს, სადღესასწაულო ღონისძიებების მომზადებისა და ჩატარების დროს, შესაძლოა, მობილური ინტერნეტი და მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვისი დროებით შეიზღუდოს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მოსკოვში შესაძლებელია მობილური ინტერნეტი და მოკლე ტექსტური შეტყობინებები დროებით შეიზღუდოს 5-დან 9 მაისამდე სადღესასწაულო ღონისძიებების მომზადებისა და ჩატარების დროს“, - ნათქვამია „ბილაინის“ განცხადებაში.

კომპანია მოქალაქეებს ინტერნეტზე წვდომისთვის Wi-Fi-ით სარგებლობას, ხმოვანი ზარებისთვის კი სმარტფონის პარამეტრებში VoLTE ფუნქციის გამოყენებას ურჩევს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!