„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ

ჟურნალი National Geographic საქართველო, რომელიც უკვე 13 წელია ქართულ ენაზე უმაღლესი დონის ფოტოგრაფიასა და აკადემიურ ცოდნაზე დაფუძნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებს აცნობს მკითხველს, „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში, ფოტოგამოფენას გამართავს.

ექსპოზიცია ასახავს საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, კულტურას, მეცნიერებას, ისტორიასა და თანამედროვეობას. გამოფენაში მონაწილეობენ ის ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფები, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე თანამშრომლობენ რედაქციასთან. წარმოდგენილი იქნება შთამბეჭდავი კადრები სტატიებიდან, რომლებმაც საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა და ასევე —ნაკლებად ცნობილი, მაგრამ არანაკლებ საინტერესო, შთამაგონებელი თუ დამაფიქრებელი ფოტოები, რომლებიც National Geographic­-ის ამბის თხრობის განუყოფელი ნაწილია.

გამოფენას კომპანია სილქნეტის წარდგენით, 5 მაისს 19:00სთ, MOMA TBILISI თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (რუსთაველის გამზ.27) გაიხსნება. დამთვალიერებელი იხილავს ნათელა გრიგალაშვილის, დიმიტრი ერმაკოვის, დავით თაბაგარის, ვიქტორ ლიაგუშკინის, ნიკა მელიქიშვილის, ნიკოლოზ მჭედლიძის, ნიკა პაპოშვილის, თაკო რობაქიძის, მეინარდ ოუენ უილიამსის, ფერნანდო ხავიერ ურკიხოს, ირმა შარიქაძის, გურამ წიბახაშვილის ნამუშევრები.

1888 წელს აშშ-ში დაარსებული ჟურნალის არქივი ინახავს National Geographic-ისთვის დამახასიათებელი სიღრმითა და შთამბეჭდავი ვიზუალური მასალით მოთხრობილ უამრავ საინტერესო ამბავს, რომელიც ხელს უწყობს მკითხველს სამყაროს უკეთ შეცნობაში და ამ სამყაროში ადამიანის როლის გააზრებაში. ჟურნალის ქართული გამოცემა ამ მისიას 2012 წლიდან კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით ემსახურება.

გამოფენა 5 ივნისამდე გაგრძელდება.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!