„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით საგანმანათლებლო ინიციატივებს განაგრძობს. ამჯერად, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ბანკი QuickShipper-თან პარტნიორობით, 6 მაისს ვორკშოპს — „Ecommerce და მიწოდების სტრატეგიები ბიზნესის ზრდისთვის“ — უმასპინძლებს.

ვორკშოპს მარიამ ახვლედიანი, QuickShipper-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და თათია ნარჩემაშვილი, ecommerce360-ის აღმასრულებელი დირექტორი გაუძღვებიან.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან, თუ როგორ იქცა ელექტრონული კომერცია თანამედროვე ბიზნესის განუყოფელ ნაწილად და რატომ გადადის გაყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი ონლაინ სივრცეში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომხმარებლის ქცევის ანალიზს და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს გაყიდვების ზრდაზე.

ვორკშოპი ასევე შეეხება მომხმარებლის გამოცდილების მნიშვნელობას — როგორ განაპირობებს ნდობა და გამარტივებული პროცესები მომხმარებლის გადაწყვეტილებას და რა როლი აქვს მიწოდების სერვისს მომხმარებლის ლოიალობის ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილება ბრენდირებული კომუნიკაციის მნიშვნელობა და მიდგომები, რომლებიც კომპანიებს გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ეხმარება.

ღონისძიების დეტალები:

  • თარიღი: 6 მაისი
  • დრო: 17:00 საათი
  • ხანგრძლივობა: 2 საათი
  • ლოკაცია: საქართველოს ბანკის 4B სივრცე, ალექსანდრე ყაზბეგის N15

ვორკშოპი წარმოადგენს ბიზნეს 360˚-ის პლატფორმის ნაწილს - ერთიან ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.

(R)

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში