ეროვნული ბანკი - 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის მოცულობამ 8.23 მილიარდი ლარი შეადგინა - დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 26 820-მა პირმა, პენსიის სახით გაიცა 124 მილიონი ლარი

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის მოცულობამ 8.23 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2025 წლის ჭრილში საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 796 მილიონი ლარი იყო, ხოლო საპენსიო ფონდში განხორციელებული წმინდა შენატანები 1.37 მილიარდი ლარი.

„რაც შეეხება საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის შედეგებს, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის მოცულობამ 8.23 მილიარდი ლარი შეადგინა. 2025 წლის ჭრილში საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 796 მილიონი ლარი იყო, ხოლო საპენსიო ფონდში განხორციელებული წმინდა შენატანები 1.37 მილიარდი ლარი. რაც შეეხება ინდივიდუალური პორტფელების მიხედვით 2025 წლის ამონაგებს, კონსერვატიული პორტფელისთვის რეალური ამონაგები იყო 7.53%, დაბალანსებული პორტფელისთვის 8.97%, ხოლო დინამიკურისთვის 10.78%”,- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 26,820-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 124 მილიონი ლარი. ჯამურად საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ აქტიურ მონაწილეთა რაოდენობა 1.52 მლნ ადამიანს აღემატება და 119 ათას კომპანიაზე მეტია ჩართული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!