ავსტრიამ ჯაშუშობის ბრალდებით სამი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

ავსტრიამ ჯაშუშობის ბრალდებით სამი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, - ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ავსტრიამ სამი რუსი დიპლომატი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა დიპლომატიური შენობების სახურავებზე განთავსებული დიდი რაოდენობით სატელიტური ანტენების გამო, რომლებიც შესაძლოა ჯაშუშობისთვის იქნას გამოყენებული, კერძოდ, სხვა სახელმწიფოების დიპლომატიური წარმომადგენლობების სატელიტური კომუნიკაციების მოსმენის მიზნით.

„მიუღებელია, რომ დიპლომატიური იმუნიტეტის ჯაშუშობისთვის გამოყენება მოხდეს“, - განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბეატე მაინლ-რეისინგერმა.

ავსტრიის საგარეო უწყების ცნობით, რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა უკვე დატოვეს.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ვენაში რუსეთის საელჩო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამას „მკაცრი რეაქცია“ მოჰყვება.

„ავსტრიული მხარის ამ გაუაზრებელ ქმედებას მოსკოვის მკაცრი რეაქცია აუცილებლად მოჰყვება. ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაუარესებაზე სრული პასუხისმგებლობა ვენას ეკისრება“, - ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!