ეროვნული ბანკი - 2025 წლის განმავლობაში წლიური საშუალო ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაუფასურდა

2025 წლის განმავლობაში წლიური საშუალო ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაუფასურდა.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, დოლართან მიმართებით საშუალოწლიური კურსის გაუფასურება ძირითადად განპირობებული იყო პირველ კვარტალში მოკლევადიანი ფაქტორებით.

„2025 წლის განმავლობაში წლიური საშუალო ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაუფასურდა. დოლართან მიმართებით საშუალოწლიური კურსის გაუფასურება ძირითადად განპირობებული იყო პირველ კვარტალში მოკლევადიანი ფაქტორებით. პირველი კვარტლის შემდეგ, წლის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებით სტაბილურად მყარდებოდა. ევროსთან მიმართებით ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ევროს გამყარება დოლართან მიმართებით. წლის განმავლობაში ბანკები სტაბილური სავალუტო პოზიციებით განაგრძობდნენ საქმიანობას და შესაბამისობაში იყვნენ ყველა ვალუტის საერთო კრებსითი პოზიციის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ 20%-იან ლიმიტთან. 2025 წლის ბოლოს ყველა ბანკის საერთო კრებსითი სავალუტო პოზიცია დახურულია და მისი ფარდობა საზედამხედველო კაპიტალთან შეადგენს 0 პროცენტს. 2025 წელს, წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია საბალანსო ღია სავალუტო პოზიცია, მაშინ როცა კრებსითი ღია სავალუტო პოზიცია მეტ ნაკლებად იგივე დონეზე ნარჩუნდება. აღნიშნული ტენდენცია დადებითად მეტყველებს საბანკო სისტემაში საბალანსო აქტივ ვალდებულებების კურსის მიმართ მდგრადობაზე”,- ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს რეფინანსირების განაკვეთი არ შეცვლილა.

„წლის განმავლობაში გრძელდებოდა აშშ დოლარის და ევროს საერთაშორისო განაკვეთების შემცირება. საპროცენტო განაკვეთების მსგავსი მერყეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ბანკებში საპროცენტო რისკის რეგულარული მონიტორინგისა და ადეკვატური შეფასების მნიშვნელობას”,- ნათქვამია დოკუმენტში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ