ანტონიო კოშტა - დღევანდელი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ნამდვილად ისტორიული იყო, რომელმაც აჩვენა, რომ საქმისადმი ევროპულ მიდგომას შედეგები და მშვიდობა მოაქვს

დღევანდელი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ნამდვილად ისტორიული იყო, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პირველად, სამიტი სამხრეთ კავკასიაში გაიმართა. დღე პრეზიდენტ ალიევის, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, მონაწილეობით დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ სამიტი სამუდამოდ ცნობილი იქნება, როგორც მშვიდობის სამიტი კავკასიაში“, - განაცხადა ანტონიო კოშტამ.

მისი თქმით, ევროკავშირმა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სომხეთთან და რეგიონთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს.

„ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა მდგრად დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და მეზობლებს შორის ძლიერ ეკონომიკურ კავშირებს უნდა ეფუძნებოდეს. სწორედ ამიტომ, დღევანდელი სამიტი ფოკუსირებული იყო როგორც დემოკრატიულ პროცესებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ასევე ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური პარტნიორობის შექმნის მიზნით დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე“, - აღნიშნა კოშტამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამ რეგიონში გამართულმა დღევანდელმა სამიტმა აჩვენა, რომ საქმისადმი ევროპულ მიდგომას - დიპლომატიას, მულტილატერალიზმსა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას - შედეგები და მშვიდობა მოაქვს“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!