მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობდა, ხმაური იყო

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობდა, ხმაური იყო.

აქციის მონაწილეებისა და სამართალდამცველების დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციის წინ, სკვერში „პუფების“ შეტანის მცდელობას მოჰყვა. მშობლები ცდილობდნენ, ადგილზე ღამის გათევისთვის საჭირო პუფების შეტანას, რის საშუალებასაც ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევდა.

ამის შემდეგ ხმაური მშობლების შენობაში შესვლის მცდელობას მოჰყვა. ისინი მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლასა და მთავრობის მეთაურის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა დაცვის წევრებმა ისინი შენობაში არ შეუშვეს.

უკვე ორი კვირაა, მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ღამეებს ათენებენ და სახელმწიფოსგან ითხოვენ სამკურნალო მედიკამენტს, რომელიც, მათი განცხადებით, ბავშვების მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!