მარკო რუბიო 7 მაისს რომის პაპს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რომის პაპს შეხვდება, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 6-8 მაისს რომს ეწვევა, რათა იტალიასა და ვატიკანთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას ხელი შეუწყოს. სახელმწიფო მდივანი რუბიო წმინდა საყდრის ხელმძღვანელობასთან ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და დასავლეთ ნახევარსფეროს ორმხრივ ინტერესებს განიხილავს. იტალიელ კოლეგებთან შეხვედრაზე აქცენტი უსაფრთხოების საერთო ინტერესებზე გაკეთდება“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ვატიკანის ცნობით, რომის პაპი ლეო XIV მარკო რუბიოს 7 მაისს შეხვდება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!