გიორგი ტუმასიანი - როდესაც ოპოზიცია საუბრობდა უკრაინასთან ურთიერთობებზე, მტრად გამოაცხადეს, დღეს კი თავად ხვდებიან ზელენსკის, თურმე არანაირი "ომში ჩართვა" და "მეორე ფრონტი" არ არის

მაშინ, როდესაც ოპოზიცია უკრაინასთან ურთიერთობებზე საუბრობდა, მტრად გამოაცხადეს, დღეს კი თავად ხვდებიან ზელენსკის და თურმე, ეს არ არის ომში ჩართვა და არანაირი მეორე ფრონტი არ არის, - ამის შესახებ ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ წევრმა, გიორგი ტუმასიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი სომხეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა და შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში.

მისივე განმარტებით, თავდაპირველად სამიტის ჩატარება იგეგმებოდა თბილისში, შემდეგ ერევანში და ბოლოს ბაქოში. თუმცა, მისი შეფასებით, თბილისის მასპინძლობის გაუქმება უკავშირდება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს.

„ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მნიშვნელოვანია ღონისძიება დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სომხეთი და კავკასია ევროპის განუყოფელი ნაწილია. ამავდროულად ეს არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერაც. ეს სამიტი ჯერ თბილისში უნდა გამართულიყო, შემდეგ ერევანში და შემდეგ ბაქოში. თბილისში ამ სამიტის გამართვა უფრო ადრე იგეგმებოდა მას შემდეგ, რაც მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგი, კონკრეტულად, ირაკლი კობახიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილების, რომ შეაჩეროს ევროინტეგრაცია“,- განაცხადა ტუმასიანმა.

ტუმასიანმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ადრე ევროპასთან დაახლოების მხარდამჭერებს „დიფ სთეითის“ აგენტებად მოიხსენიებდა, თუმცა ახლა თავად აქტიურად მართავენ შეხვედრებს იმავე საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებსაც ადრე აკრიტიკებდნენ.

“რა გამოდის, უკრაინა, რომელიც მათი აზრით, ომში გვითრევდა ახლა ჩვეულებრივი ამბავია, რომ შეხვდნენ [უკრაინის პრეზიდენტს] , მაშინ, როდესაც ოპოზიცია ამ კონტექსტში საუბრობდა უკრაინასთან ურთიერთობებზე, მტრად გამოაცხადეს, დღეს კი თავად ხვდებიან ზელენსკის და თურმე, ეს არ არის ომში ჩართვა და არანაირი მეორე ფრონტი არ არის. მაშინ, როდესაც ოპოზიცია ამბობდა, ევროპასთან ურთიერთობები გავაღრმაოთ „დიფ სთეითის“ აგენტები ხართო და ა.შ. ახლა თავად ხვდებიან იმ ადამიანებს, რომლებსაც გუშინ ლანძღავდნენ”,- განაცხადა ტუმასიანმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება