გერმანიის ქალაქ ლაიფციგში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაიღუპა სულ მცირე, ორი ადამიანი

გერმანიის ქალაქ ლაიფციგში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ლაიფციგის ცენტრში ქვეითთა ზონაში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.

ლაიფციგის მერის, ბურხარდ იუნგის ცნობით, პოლიციამ ავტომობილის მძღოლი დააკავა.

მედია წერს, რომ მძღოლი თავდაპირველად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით დააკავეს.

„მძღოლი დაკავებულია და საფრთხეს აღარ წარმოადგენს“, - განაცხადა პოლიციამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!