რუსეთმა 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

რუსეთმა 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად რუსეთმა 8-9 მაისს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ უკრაინული მხარეც იმავეს გააკეთებს“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.

ასევე, უწყების განცხადებით, თუ უკრაინა „გამარჯვების დღის აღნიშვნის ჩაშლის მიზნით“ მოსკოვზე იერიშს მიიტანს, მაშინ რუსეთი კიევის ცენტრს დაარტყამს.

„თუ კიევის რეჟიმი დიდ სამამულო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავის აღნიშვნის ჩაშლის მიზნით თავისი დანაშაულებრივი გეგმების განხორციელებას შეეცდება, მაშინ რუსეთის შეიარაღებული ძალები კიევის ცენტრზე მასშტაბურ საპასუხო სარაკეტო დარტყმას განახორციელებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!