დონალდ ტრამპი - თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის გემებს თავს დაესხმება, აღიგვება პირისაგან მიწისა

თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის გემებს თავს დაესხმება, მაშინ იგი აღიგვება პირისაგან მიწისა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ს განუცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ახლო აღმოსავლეთში სამხედროებისა და შეიარაღების გაგზავნას აგრძელებს.

„იმაზე მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა გვაქვს, ვიდრე ადრე გვქონდა. შეგვიძლია ეს ყველაფერი გამოვიყენოთ და გამოვიყენებთ კიდევ, თუ ეს საჭირო იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანმა ცეცხლი გაუხსნა რამდენიმე ისეთი ქვეყნის გემს, რომლებიც კონფლიქტში ჩართულები არ არიან.

„მათ შორის, სამხრეთ კორეის გემს. შესაძლოა, დროა, რომ სამხრეთ კორეა მისიას შემოუერთდეს. შვიდი მცირე ზომის კატარღა გავანადგურეთ, ან როგორც ისინი ამას უწოდებენ, „სწრაფი“ კატარღა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!