ილჰამ ალიევი ბაქოში ჯორჯია მელონის შეხვდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ბაქოში იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი დღეს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯორჯია მელონისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და იტალია სტრატეგიული პარტნიორები არიან.

„დღეს აზერბაიჯანში თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების ღრმა შინაარსს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ჯორჯია მელონიმ იტალიასა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის განვითარების მზადყოფნა გამოთქვა.

„დარწმუნებული ვარ, რომ იტალიასა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და უფრო მაღალ დონეს მიაღწევს“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ილჰამ ალიევმა ჯორჯია მელონის სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!