ანდრეი სიბიგა - მშვიდობა „აღლუმებამდე“ და „ზეიმებამდე“ ვერ მოიცდის - თუ მოსკოვი მზადაა, საომარი მოქმედებების დასასრულებლად, ამის გაკეთება ხვალ ღამითვე შეუძლია

მშვიდობა „აღლუმებამდე“ და „ზეიმებამდე“ ვერ მოიცდის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

„თუ მოსკოვი მზადაა, საომარი მოქმედებების დასასრულებლად, მას ამის გაკეთება უკვე ხვალ ღამითვე შეუძლია. უკრაინა მზად არის: შუაღამეს 5-6 მაისს. ეს სერიოზული წინადადებაა ომის დასასრულებლად და დიპლომატიაზე გადასასვლელად“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.

მისი თქმით, „6 მაისი აჩვენებს იმას, სერიოზულად არის თუ არა მოსკოვი განწყობილი და რა სურს სინამდვილეში - მშვიდობა თუ სამხედრო აღლუმები“.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად ცეცხლის შეწყვეტა 8-9 მაისს გამოაცხადა.

რუსეთის განცხადებაზე საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5-6 მაისის ღამის 00:00 საათიდან გამოაცხადა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!