ემანუელ მაკრონი - ირანის დარტყმები არაბთა გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიუღებელია

ირანის დარტყმები არაბთა გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გაუმართლებელი და მიუღებელია, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, საფრანგეთი გააგრძელებს თავისი მოკავშირეების მხარდაჭერას არაბთა გაერთიანებული საამიროებსა და რეგიონში.

„მიმდინარე კონფლიქტის მდგრადი გადაწყვეტა მხოლოდ ჰორმუზის სრუტის გახსნით და მყარი შეთანხმებით მიიღწევა, რომელიც რეგიონის ქვეყნებისთვის აუცილებელ უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს, განსაკუთრებით იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომელსაც ირანის ბირთვული, ბალისტიკური და რეგიონული დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობები ქმნის“, - წერს მაკრონი.

აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ პირველად, ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დრონებით და რაკეტებით შეუტია. არაბთა გაერთიანებულო საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ირანიდან გაშვებული 19 რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს. არაბთა გაერთიანებულ საამიროების მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ფუჯაირას ნავთობის ინდუსტრიის ზონაში ხანძარი გაჩნდა. თავდასხმის შედეგად ინდოეთის სამი მოქალაქე დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!