ანტონიო კოშტა - სრულ სოლიდარობას ვუცხადებ არაბთა გაერთიანებული საამიროების ხალხს ირანის უსამართლო თავდასხმების შემდეგ

სრულ სოლიდარობას ვუცხადებ მოჰამედ ბინ ზაიედსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ხალხს ირანის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რაკეტებით და დრონებით განხორციელებული უსამართლო თავდასხმების შემდეგ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის ეს დარღვევები მიუღებელია და უნდა შეწყდეს.

„ირანი უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში, რათა უზრუნველყოს ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება. ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან დეესკალაციის, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისა და რეგიონული უსაფრთხოებისთვის მდგრადი დიპლომატიური გადაწყვეტის მისაღწევად“, - აცხადებს კოშტა.

აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ პირველად, ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დრონებით და რაკეტებით შეუტია. არაბთა გაერთიანებულო საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ირანიდან გაშვებული 19 რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს. არაბთა გაერთიანებულ საამიროების მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ფუჯაირას ნავთობის ინდუსტრიის ზონაში ხანძარი გაჩნდა. თავდასხმის შედეგად ინდოეთის სამი მოქალაქე დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!