Reuters - აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლთან ახლოს შეიარაღებულ პირს ესროლა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლთან ახლოს შეიარაღებულ პირს ესროლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის განცხადებით, აგენტებმა თეთრ სახლთან ახლოს შეიარაღებული საეჭვო პირი შენიშნეს, რომელმაც დაცვის სამსახურის თანამშრომლების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

შეიარაღებულმა პირმა სროლის შემდეგ მიმალვა სცადა, თუმცა საიდუმლო სამსახურის აგენტებმა მას ცეცხლი გაუხსნეს.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მეთიუ ქუინმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი დაჭრილია და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე, ეჭვმიტანილმა ქუჩაში გამვლელი არასრულწლოვანი დაჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საიდუმლო სამსახურის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ სროლის დროს ეჭვმიტანილი თეთრი სახლის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!