ურსულა ფონ დერ ლაიენი - დღეს ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობა სრულიად ახალ დონეზე აგვყავს

ევროკავშირი და სომხეთი არასდროს ყოფილან უფრო ახლოს. დღეს კი ჩვენი პარტნიორობა სრულიად ახალ დონეზე აგვყავს, - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირი-სომხეთის სამიტს, რომელიც ერევანში მიმდინარეობს.

განცხადებას ავრცელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტაც და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს.

„ეს მომენტი შესაძლებელი გახდა სომხეთის მიერ ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი მიღწევების წყალობით. მათ შექმნეს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ხელშესახები სარგებელი მოეტანათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესებისა და საზოგადოებებისთვის“, - წერს კოშტა.

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი მიმდინარეობს. სამიტზე ევროკავშირს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენენ. სომხეთს კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!