რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ევროპას თურქეთი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა

ევროპას თურქეთი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ თავი შეიკავოს ისეთი რიტორიკისგან, რომელმაც შეიძლება თურქეთის „კონსტრუქციული პოზიცია“ შეარყიოს.

„არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთი აღარ არის ძველი თურქეთი და არც მსოფლიოა შემოსაზღვრული მხოლოდ დასავლური სახელმწიფოების გავლენის სფეროთი“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ თურქეთის, როგორც სრულუფლებიანი წევრის გარეშე, იგი გლობალური აქტორი ვერ იქნება.

„სამწუხაროდ, თურქეთის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიოპია კვლავ ნარჩუნდება და ეს ბლოკის საკმაოდ ბევრ ინსტიტუტში ნათლად შეიმჩნევა“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!