5 მაისს, მხატვრული ფილმის „გააზიარე სიყვარული“ პრემიერა გაიმართება

5 მაისს, ისტორიულ-ბიოგრაფიული, რომანტიკული მხატვრული ფილმის „გააზიარე სიყვარული“ პრემიერა გაიმართება. ფილმის რეჟისორი და სცენარისტი ნიკოლოზ ხომასურიძეა.

ნიკოლოზ ხომასურიძის განცხადებით, ფილმი მთავარი გმირების, „ქარისა და ონიას მოგზაურობის ისტორიას მოგვითხრობს დროსა და სივრცეში, კოვიდპანდემიის ფონზე“.

„სიუჟეტის შინაარსი სიყვარულის უმაღლესი არსის ძიებაა, რომლის შეცნობაც გმირებს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ აღწერილი მიჯნურობის ათი თვისების გააზრების გზით უწევთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხომასურიძის განმარტებით, ფილმში ქარი და ონია სხვადასხვა ეპოქის ისტორიულ და კულტურულ პერსონაჟებს ხვდებიან, მათ შორის არიან დავით აღმაშენებელი, შოთა რუსთაველი, დავით სარაჯიშვილი, ფიროსმანი და მარგარიტა, გალაკტიონი, კლოდ მონე და ოსტატი.

„სწორედ ამ შეხვედრებით ცდილობენ გმირები გაიაზრონ, თუ რომელი მიჯნურობის თვისებას განასახიერებს თითოეული მათგანი, თუმცა, რეჟისორის თქმით, მოვლენები იმაზე გაცილებით უფრო მრავალშრიანად ვითარდება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი გილიგაშვილი, ელისაბედ ბერიშვილი და რეზო ჩხიკვიშვილი. ასევე, ფილმში მონაწილეობენ გიორგი დარჩიაშვილი, გოგი თურქიაშვილი, მარიამ ჩუხრუკიძე, ვახო ჩაჩანიძე, გიორგი დევაძე, ირაკლი ჯაფარიძე და თეკლა მარჯანიშვილი, გიორგი ბერიძე და სხვა მოყვარული თუ პროფესიონალი მსახიობები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხომასურიძის ინფორმაციით, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წითელი ხალიჩის ღონისძიებას, დაათვალიეროს ფილმისთვის შექმნილი კოსტიუმების გამოფენა, მიიღოს სამახსოვრო ხელმოწერები და პრემიერის განსაკუთრებული ატმოსფერო გაიზიაროს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ